Accentnews.ge
საფრანგეთი უკრაინას Mirage 2000 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემს

საფრანგეთი უკრაინას Mirage 2000 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემს

07/06/2024 06:17:51 მსოფლიო

საფრანგეთი უკრაინას Mirage 2000 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემს და ამ თვითმფრინავებისთვის უკრაინელ პილოტებსაც თავად მოამზადებს, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად წვრთნები საფრანგეთში ჩატარდება.

„ხვალ დავიწყებთ თანამშრომლობის ახალ პროგრამას და გამოვაცხადებთ Mirage 2000 5 სერიის - ფრანგული მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, დაიცვას თავისი სახმელეთო და საჰაერო სივრცე. ხვალიდან ვიწყებთ პილოტების მომზადების პროგრამას და ამ თვითმფრინავებს წლის ბოლომდე გადავცემთ“, - აღნიშნა მაკრონმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S