Accentnews.ge
ჰელსინკის კომისია: კონგრესში "MEGOBARI აქტის" მიმართ იმპულსი იზრდება

ჰელსინკის კომისია: კონგრესში "MEGOBARI აქტის" მიმართ იმპულსი იზრდება

07/06/2024 06:54:57 მსოფლიო

აშშ ქართველ ხალხთან მეგობრობას სერიოზულად ეკიდება და კონგრესში MEGOBARI Act-ის მიმართ იმპულსი იზრდება, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„მივესალმებით [MEGOBARI Act-ის ] ახალ მხარდამჭერებს: საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს – ოსტინ სკოტსა და ჯერი კონოლის, ასევე, კონგრესმენებს – დონ ბეიკონს, ლოიდ დოჯეტსა და მაიკ ლოულერს“, - აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

დოკუმენტი, როგორც ცნობილია, ითვალისწინებს ერთის მხრივ, შემზღუდავ ზომებს საქართველოში ანტიდემოკრატიული ნაბიჯებისთვის, მეორეს მხრივ – ქვეყნის მხარდაჭერას ეკონომიკური და სამხედრო მიმართულებით, ასევე სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას.

"MEGOBARI აქტის" ინიციატორია "რესპუბლიკელი" კონგრესმენ ჯო უილსონი.

იხილეთ ასევე: "მეტი უნდა გავაკეთოთ" – კონგრესში საქართველოსა და MEGOBARI Act-ზე იმსჯელეს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S