ხუხაშვილი – ანაკლიაზე: "ივანიშვილი ფიქრობს, რომ წაუგებელ თამაშს თამაშობს"

09-01-2020 14:30:10 ციტატა

"მათ [ხელისუფლებას] უნდათ ეს პროექტი [ანაკლიის], თუ ამერიკელების პირდაპირი ინტერესი გაჩნდება და ბიძინა ივანიშვილს მისცემენ გრძელვადიან პოლიტიკურ გარანტიებს. ანუ დაუხუჭავენ თვალს ყველაფერზე: ჩრდილოვან ავტოკრატიაზე, რომ როგორც თავის ბოსტანში დადის დღეს, ისე იაროს. არ მგონია, ამერიკელები ამას დასთანხმდნენ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი შეეცდება. ალტერნატივა რუსეთია და ან რუსეთს გაუგორებს კოჭს – არ განახორციელებს პროექტს. ის ფიქრობს, რომ წაუგებელ თამაშს თამაშობს: ამერიკელებს ეტყვის, "ჩემი ფულით ავაშენებთ, ოღონდ მომეცით გარანტიები და ჩემი გრძელვადიანი პარტნიორები გახდით 2030 წლამდე, თუ არა და პროექტი ვერ განხორციელდება". ახლა შეეცდებიან, პროექტის განუხორციელებლობაც ხაზარაძეს დააბრალონ. იტყვიან, "რა ცუდი კაცია ხაზარაძე, უცხოეთში დაობს და ამიტომ ვერ ვაკეთებთ პროექტს. ხაზარაძე აზროვნებს არასახელმწიფოებრივადო". მერე ალბათ მიშასაც [სააკაშვილს] ჩართავენ. ასეთ სიგიჟეებში გადავლენ".

ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა ანაკლიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

ცნობისთვის: მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულებას წყველს. კონსორციუმი კი სავარაუდოდ, საარბიტრაჟო დავას დაიწყებს. ანაკლიის პორტის მშენებლობის ვადები, მიუხედავად კონსტიტუციური ვალდებულებისა, გაურკვეველია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები