Accentnews.ge
პისტორიუსი: რუსეთი საფრთხეს უქმნის საქართველოს, მოლდოვას და საბოლოოდ, ნატოს, მხარდაჭერის შეწყვეტა ფატალური იქნება

პისტორიუსი: რუსეთი საფრთხეს უქმნის საქართველოს, მოლდოვას და საბოლოოდ, ნატოს, მხარდაჭერის შეწყვეტა ფატალური იქნება

07/06/2024 07:11:13 მსოფლიო

რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ არღვევს საერთაშორისო სამართალს, მაგრამ ამავე დროს, რუსეთი ემუქრება მოლდოვას, საქართველოს და მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს,– თქვა, მედიის ცნობით, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ, არის თავდასხმა ჩვენს მშვიდობაზე ევროპასა და მთელ მსოფლიოში".

მინისტრმა დეპუტატებს უთხრა, რომ რუსეთი დიდი ხანია, ომის ეკონომიკაზე გადავიდა, აგრძელებს შეიარაღებას და დასავლეთის ქვეყნებს არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ ის უკრაინის საზღვრებთან გაჩერდება.

„რუსეთი საფრთხეს უქმნის საქართველოს, მოლდოვას და, საბოლოოდ, ნატოს. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენი მხარდაჭერის შეწყვეტა ფატალურ შედეგებს გამოიწვევს, კერძოდ, მაგრამ არა მხოლოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ რუსეთის შესაძლო გამარჯვება საბოლოოდ ყველას გაცილებით ძვირი დაუჯდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S