
FT: ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაციას ივნისშივე გასცემს
07/06/2024 07:18:49 ევროპა
ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაციას ივნისშივე გასცემს, - იუწყება გავლენიანი გამოცემა Financial Times.
მისივე განმარტებით, კომისიას სურს, პროცესი უნგრეთის თავმჯდომარეობის დაწყებამდე გაიხსნას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებას ავლენს.
"პარასკევს გამოცხადდება, რომ უკრაინა აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, უმცირესობათა დაცულობისა და ანტიკორუფციული ზომების ჩათვლით" - წერს გამოცემა.