სოხუმში დაძაბულობაა – დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ

09-01-2020 15:27:27 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ოპოზიციური ძალები შეიჭრნენ.

აქციის მონაწილეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს უკანონოდ ცნობენ, რომელშიც გამარჯვება ოკუპირებული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა. აქციის მონაწილეებმა შენობის მთავარ შესასვლელში კარი და ფანჯარა შეანგრიეს. აქციას 500-მდე ადამიანი ესწრება.

დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს და 8 სექტემბერს გაიმართა. არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. რაულ ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ხმათა 47,39 პროცენტი მიიღო, ალხას კვიცინიამ კი – 46,17. მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვება ხმათა 66.55%- ით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.

დღესვე ე.წ. უზენაესმა სასამართლომ აფხაზეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, „ამცახარას“ ოპოზიციური პარტიის ლიდერის ალხას კვიცინიას სარჩელის მოსმენა დაიწყო. კვიცინია ე.წ. არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები