Accentnews.ge
დეპუტატი შატაკიშვილი: არავითარი სანქციები არ არსებობს

დეპუტატი შატაკიშვილი: არავითარი სანქციები არ არსებობს

07/06/2024 11:34:22 ციტატა

"არავითარი სანქციები არ არსებობს! მე არ მინახავს, ყოველ შემთხვევაში. თქვენ ნახეთ?! თქვენ სად ნახეთ, მე არ მინახავს! მე არ მინახავს ესეთი სანქცია, სადაც მე ვიყო და ვარ პირადად სადმე დასანქცირებული",– ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელი პირებისთვის აშშ–ის მიერ სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ინდივიდუალურ სანქციები – სავიზო აკრძალვები დაუწესა „ქართული ოცნების“ და პარლამენტის წევრებს, ასევე სამართალდამცველებს და სხვა კერძო პირებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა სანქციების პირველი პაკეტის გამოცხადების შემდეგ, რომელიც სავიზო შეზღუდვებს გულისხმობს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს "ჩვენი ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია".

მისი თქმით, ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის, "ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო აირჩევს".

საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა "აგენტების კანონი" მიუხედავად მასშტაბური პროტესტისა ადგილობრივ დონეზე და არაერთი გაფრთხილებისა პარტნიორების მხრიდან შედეგების თაობაზე.

ქვეყანაში პროტესტი გრძელდება. კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ, დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S