
აშშ უკრაინას დამატებით 225 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
07/06/2024 12:19:57 მსოფლიო
აშშ უკრაინას დამატებით 225 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
ახალი დახმარების პაკეტი, მათ შორის მოიცავს შემდეგ იარაღსა და აღჭურვილობას:
- რაკეტები HAWK ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის;
- "სტინგერის" ტიპის საზენიტო რაკეტები;
- საბრძოლო მასალას HIMARS–ებისთვის;
- 155 მმ-იანი კალიბრის ჰაუბიცები;
- 155მმ და 105მმ-იანი საარტილერიო ჭურვები;
- 81მმ–იანი ნაღმტყორცნების სისტემა;
- M113 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები;
- საპატრულო კატარღები;
- მცირე ზომის საბრძოლო მასალა და ყუმბარები;
- ღამის ხედვის მოწყობილობები.
"შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას 50-ზე მეტ მოკავშირესთან და პარტნიორთან, რათა უკრაინის მამაც დამცველებს ჰქონდეთ კრიტიკული შესაძლებლობები, რაც მათ სჭირდებათ რუსეთის აგრესიის წინაამდეგ ბრძოლისთვის სჭირდებათ", აცხადებენ პენტაგონში.