
ჰუსიტებმა გაეროს თანამშრომლები დააკავეს
07/06/2024 12:38:43 მსოფლიო
ჰუსიტებმა იემენში გაეროს 9 თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას იემენის ხელისუფლებაც ადასტურებს.
როგორც იტყობინებიან, ასევე დააკავეს სხვა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებიც.
გაეროს დაკავებული თანამშრომლები იემენში ადამიანის უფლებათა დაცვის და ჰუმანიტარული დახმარების ოფისებში მუშაობდნენ.
ჰუსიტების წარმომადგენლებს ჯერ ოფიციალურად არაფერი უთქვამთ.