Accentnews.ge
ოკუპირებულ ლუგანსკში რუსეთის სამხედრო ბაზაზე იერიშის შესახებ იუწყებიან

ოკუპირებულ ლუგანსკში რუსეთის სამხედრო ბაზაზე იერიშის შესახებ იუწყებიან

07/06/2024 13:10:35 მსოფლიო

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკში 7 ივნისს რამდენიმე აფეთქება მოხდა.

რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული მედიები წერენ, რომ სარაკეტო იერიში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ATACAMS-ის რაკეტებით განახორციელეს, რასაც მრავალსართულიანი სახლის სადარბაზოს ჩამონგრევა მოჰყვა. წერენ 22 დაშავებულის შესახებ.

წინასწარი ინფორმაციით, უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ლუგანსკისკენ, სულ მცირე, ექვსი ATACMS-ის რაკეტა გაისროლეს.

სამხედრო ჟურნალისტი დენის კაზანსკი წერს, რომ დარტყმა განხორციელდა ლუგანსკში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზაზე.

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არტიომ ლიზოგორი ავრცელებს ცნობას, რომ აფეთქების ადგილის სიახლოვეს მდებარეობს ასევე აეროპორტი, თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა და გადის რუსეთის საზღვართან დამაკავშირებელი მაგისტრალი, რომელზეც ფრონტის ხაზისკენ მიმავალი რუსეთის ჯარი და სამხედრო ტექნიკა გადაადგილდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S