
სომხეთში, ბენზინგასამართ სადგურზე ძლიერი აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები
07/06/2024 13:24:15 კავკასია
6 ივნისს, საღამოს სომხეთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.
როგორც იუწყებიან, აფეთქება მოხდა ერევან-სევანის გზატკეცილზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე. გაძნდა ძლიერი ხანძარი, რომელმაც დააზიანა ბენზინგასამართი სადგურის ინფრასტრუქტურა და მიმდებარედ გაჩერებული მანქანები.
სხვადასხვა ხარისხის დამწვრობებით კლინიკაში რჩება ექვსი ადამიანი, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. ერთი პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ გაწერეს.
აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით დაიწყო, მათ შორის, უსაფრთხოების წესების დარღვევის.