Accentnews.ge
გვენეტაძე განმარტავს, რატომ უფასურდება ლარი

გვენეტაძე განმარტავს, რატომ უფასურდება ლარი

29/05/2019 09:52:26 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, გაცვლით კურსზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს და ამავე დროს მათ უმეტესობაზე ინფორმაცია რამდენიმე თვის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი.

ამის შესახებ გვენეტაძემ დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

"მსხვილი ფაქტორებიდან აღსანიშნავია ის, რომ ზოგადად დოლარს გამყარების ტრენდი ახასიათებს. დოლარის ინდექსს თუ დავაკვირდებით ამ წლის განმავლობაში, ვნახავთ, რომ საკმაოდ მზარდიაა ამავე დროს ლირას გაუფასურება ხდება, რომელიც ლარის კურსსაც გადმოეცემა. რადგანაც მცურავი გაცვლითი კურსი შოკის მშთანთქმელ ფუნქციას ასრულებს, შეიძლება ვთქვათ, რომ ასეთ გაუფასურებას შემდეგ გამყარება მოყვება და ამის მაგალითი, თუ გადახედავთ ბოლოს 3 წლის ინფორმაციას, რამდენიმე არის. მნიშნელოვანია, რომ შეხვედოთ რა ხდება რეზერვების მიმართულებით. ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები საკმაოდ ხანრგლივი დროის განმავლობაში არაადეკვატური იყო, მაგრამ ახლა ვართ იმ ეტაპზე, რომ რეზერვების მოცულობა დაუახლოვდა ადეკვატურ დონეს, რაც მნიშვნელოვანია. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში  რეზერვების აქტიური შესყიდვის აუცილებლობა აღარ არის. ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას იმაზე, რომ რეზერვები გაიზარდოს, გამყარების პერიოდში ჩვენ ვყიდულობდით ხოლმე რეზერვებს, მაგრამ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ დგას”, – განაცხადა გვენეტაძემ.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, სწორედ ზემოთაღნიშნული ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ვალუტის კურსის მიმდინარე დინამიკის ახსნა, უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელი არ არის. 

„ზუსტად ამ მიზეზის გამო ცენტრალური ბანკები, ისევე როგორც მაკროეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციები მიმდინარე კურსზე და მოკლევადიან რყევებზე როგორც წესი კომენტარს არ აკეთებენ“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7876 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0065 ლარით დაეცა.

29 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7876 ლარი ღირს, ერთი ევრო – 3.1182, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5338  ლარი.

28 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7811 ლარი ღირდა, ევრო – 3.1129, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5275 ლარი.

საქართველოს მთავრობა ლარის კურსის გაუფასურებას საგარეო ფაქტორებს უკავშირებს, ეკონომისტთა ნაწილი კი არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას.

"ის, რომ დღეს ლარი უფასურდება რაღაც რეკორდულ მაჩვენებლამდე, არის იმ წლების განმავლობაში დაგროვებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის ბრალი. ამ გაუფასურებით თუ ვინმე ზიანდება არის მოსახლეობა და ისედაც ამ სიდუხჭირეში მყოფი ადამიანები,"-აცხადებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S