
პოლონეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა ბელარუსის საზღვართან გაიმართება
07/06/2024 13:54:21 ევროპა, მსოფლიო
პოლონეთის უშიშროების საბჭოს სხდომა ბელარუსის მოსაზღვრე პოდლასკის სავოევოდოში გაიმართება 10 ივნისს.
ასევე მოსალოდნელია, რომ პოლონელი ოფიციალური პირები ბელარუსთან საზღვრის მონაკვეთს მოინახულებენ.
პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ბელარუსის საზღვარზე ბოლო ესკალაციასთან დაკავშირებით, მან ორშაბათს მოიწვია ეროვნული უშიშროების საბჭო.
ერთი დღით ადრე პოლონეთში სასაზღვრო სოფელ დუბიჩე ცერკევნესთან დანით დაჭრეს პოლონელი მესაზღვრე, როდესაც მიგრანტები ბელარუსიდან სეღწევას ცდილობდნენ. მესაზღვრე დაიღუპა.