
მედია: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების სტარტი უნგრეთმა დაბლოკა
07/06/2024 14:51:09 მსოფლიო
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა ვერ მიიღეს გადაწყვეტილება ევროკომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების გაეხსნათ, ვინაიდან უნგრეთმა წინააღმდეგობა გასწია, – იუწყება "ევროპეისკაია პრავდა" ერთ– ერთ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით.
"ყველამ ვიცით კომისიის დასკვნა, რომ მოლდოვამ და უკრაინამ მათთვის განსაზღვრული პირობების შესრულება დაასრულეს და ახლა ჩვენ მთავრობათაშორისი კონფერენცია უნდა გავმართოთ. დღევანდელ სხდომაზე ეს სრულიად ნათელი იყო. ამას ქვეყნების უმრავლესობა დაეთანხმა, მაგრა უნგრეთმა კვლავ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ გააჩნია პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს, რათა ბუდაპეშტმა ევროკომისიის შეფასება გაიზიაროს", – აღნიშნა მან.
კიდევ ერთი ევროპელი დიპლომატის განცხადებით, "უნგრეთი, წინა შემთხვევის მსგავსად, კვლავ დემაგოგიას მიეცა რაღაც არასაკმარის პროგრესზე, რომელსაც უკრაინამ ეროვნული უმცირესობების მიმართ მიაღწია".
"უნგრეთის წარმომადგენელმა კვლავ გაიხსენა 11 საკითხი, ჩაიკითხა 2 შესწორება კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და ეროვნული უმცირესობების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თავად ევროკავშირს ასე ჰმართებს წინსვლა სერბეთსა და ალბანეთთან მიმართებაში. სხდომის ყველა დანარჩენმა მონაწილემ ცალსახად დაუჭირა მხარი ევროკომისიის დასკვნას და ახალი მოთხოვნების წაყენება მიზანშეუწონლად მიიჩნია. უნგრეთის გარდა, ყველანი მხარს ვუჭერთ მთავრობათაშორისი კომისიის კონფერენციის 25 ივნისს დაწყებას", – განმარტა მან.
ორივე ევროპელი დიპლომატის ინფორმაციით საკითხის განხხილვა მომავალ კვირას გაგრძელდება. ისინი არ გამორიცხავენ უნგრეთი კომპრომისზე წავიდეს დასავლეთ ბალკანეთს ქვეყნების გამო.