სამოქალაქო აქტივისტ ნიკო მანაგაძეს თავს დაესხნენ

07-06-2024 19:23:00 საზოგადოება

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრის გელა ხასიას ცნობით, სამოქალაქო აქტივისტ ნიკო მანაგაძეს თავს დაესხნენ.

"ოცნების 20 ლარიანი ტიტუშკები თავს დაესხნენ სტუდენტ ნიკო მანაგაძეს", – წერს ხასია სოცლაიურ ქსელში.

ცნობილია, რომ შემთხვევა ვაკეში, თსუ-ს პირველ კორპუსთან მოხდა.

მოგვიანებით ნიკო მანაგაძემ თავდასხმის შესახებ ისაუბრა:

"გამოვდიოდი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან, გზაზე გადმოვდიოდი, ავტობუსის გაჩერებისკენ და უკნიდან ვიგრძენი ჩარტყმა... არც დამინახავს, მერე მეც შევუბრუნე ხელი. [...] მერე მოვიდა მეორე, მესამე, მე უკვე ალყაში ვიყავი, არც მახსოვს, რამდენნი იყვნენ... მინიმუმ სამი იყო, რაც დავინახე, შეიძლება, ოთხიც. ორი ნამდვილად არ იყო და ბოლოს ვერ დავინახე, რამდენი იყო. არ დამინახავს არაფერი... სახეზეც კი არ მახსოვს ეგ ხალხი".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები