Accentnews.ge
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: ჩრდილოეთ ოსეთში უკრაინელების გაშვებული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: ჩრდილოეთ ოსეთში უკრაინელების გაშვებული დრონი ჩამოვაგდეთ

08/06/2024 08:56:56 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩრდილოეთ ოსეთში უკრაინელების მიერ გაშვებული დრონი ჩამოაგდეს.

„8 ივნისს, მოსკოვის დროით დაახლოებით, 08:40 საათზე, კიევის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის -ალანიის ტერიტორიაზე მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, სერგეი მენიაილოს ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა სამი დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც მოზდოკის სამხედრო აეროდრომისკენ მიფრინავდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S