
ისტორიაში პირველად, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე, აეროდრომზე მდგომ სუ-57–ზე თავდასხმის თაობაზე იუწყება
09/06/2024 08:13:55 მსოფლიო
ისტორიაში პირველად, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე, აეროდრომზე მდგომ სუ-57–ზე თავდასხმის თაობაზე იუწყება.
კერძოდ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთის ასტრახანის ოლქში, ახტუბინსკის აეროდრომის ტერიტორიაზე, რომელიც ფრონტის ხაზიდან 589 კილომეტრში მდებარეობს, მრავალფუნქციურ მოიერიშე თვითმფრინავ სუ-57–ზე დარტყმა განახორციელეს.
როგორც უწყება თვითმფრინავის სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით იტყობინება, ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ იდგა სუ-57 აეროდრომზე 7 ივნისს დაუზიანებელი, 8 ივნისს კი მის მახლობლად აფეთქების კრატერები და ხანძრის დამახასიათებელი ლაქები გაჩნდა.
სუ-57 არის რუსეთის ყველაზე თანამედროვე რუსული მოიერიშე თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია, გადაიტანოს Kh-59 და Kh-69 ტიპის საკრუიზო რაკეტები.