
განადგურებული მოსავალი, დაზიანებული სახლები და გზები – რა ხდება იმერეთში
10/06/2024 05:48:26 საზოგადოება
ძლიერმა წვიმამ, რომელსაც თან ახლდა სეტყვა და ქარი, იმერეთში პრობლემები შექმნა.
კერძოდ, საჩხერეში, ზესტაფონში, ბაღდათისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში დაზიანებულია სახნავ-სათესი სავარგულები, საცხოვრებელი სახლები და გზები. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სეტყვამ ვენახებს აღარც ნაყოფი და აღარც ფოთოლი შეარჩინა, განადგურებულია სიმინდის ყანები და ხეხილი.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში. ასეთი სეტყვა ასაკოვან ადგილობრივებსაც არ ახსოვთ. მათი თქმით, ისინი ასე არასოდეს დაზარალებულან.
სვირში განადგურებული ვენახები (შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება):
ყველაზე დიდი ზარალი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩაშია, სადაც მოსავალი თითქმის სრულადაა განადგურებული.