
ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა
10/06/2024 06:18:33 ევროპა
ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები გამოაცხადა.
ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, ეროვნეული ასამბლეის არჩევნები 30 ივნისსა და 7 ივლის (მეორე ტური) გაიმართება.
"მე არ მაქვს უფლება, ისე მოვიქცე, თითქოს არაფერი მომხდარა"- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტის არჩევნებში საფრანგეთიდან მარინ ლე პენის პარტიამ გაიმარჯვა.
მაკრონის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სწორად ევროპარლამენტის შედეგებიდან გამომდინარეობს.
"მე მაქვს რწმენა ჩვენი დემოკრატიის. დაე, ხალხმა გამოხატოს თავისი აზრი"-დაამატა მაკრონმა.
ევროპარლამენტის არჩევნები 6-დან 9 ივნისამდე, სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარეობდა. საფრანგეთში, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი ადგილი მარინ ლე პენის ეროვნულმა გაერთიანებამ დაიკავა, მეორეზე მაკრონის პარტია, ხოლო მესამზე სოციალისტური პარტიის კოალიცია გავიდა, რომლის ლიდერიც რაფაელ გლუკსმანი იყო.