Accentnews.ge
ენტონი ბლინკენი ეგვიპტესა და ისრაელს სტუმრობს

ენტონი ბლინკენი ეგვიპტესა და ისრაელს სტუმრობს

10/06/2024 09:35:22 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეგვიპტესა და ისრაელს სტუმრობს.

ვაშინგტონი ცდილობს "ჰამასზე" და ისრაელზე ზეწოლის გაძლიერებას, რათა შეწყდეს ცეცხლის ღაზას სექტორში და არ გავრცელდეს ომი ლიბანზე.

ისრაელზე "ჰამასის" 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ეს იქნება აშშ-ის უმაღლესი დიპლომატის მეშვიდე მოგზაურობა რეგიონში და ის იორდანიასა და კატარსაც ეწვევა.

ბლინკენი ხვდება ეგვიპტის პრეზიდენტს აბდალ ფათაჰ ალ-სისის და შემდეგ ეწვევა ისრაელს, სადაც პრემიერს ბენიამინ ნეთანიაჰუს, ასევე იოავ გალანტს.

ამ შეხვედრების წინ "ჰამასმა" მოუწოდა ბლინკენს, ზეწოლა მოახდინოს ისრაელზე, რათა დაასრულოს ომი და გამოაცხადა მზადყოფნა, დადებითად შეხვდეს ყოველგვარ სამშვიდობო ინიციატივას.

31 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ილაპარაკა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ისრაელის მხრიდან სამფაზიანი წინადადების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საომარი მოქმედებების საბოლოო შეწყვეტას, ისრაელი მძევლების და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას, ასევე ღაზის სექტორის აღდგენას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S