საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანს ეწვია

10-06-2024 14:05:19 თავდაცვა ,რეკლამა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი. საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრები პირისპირ შეხვედრას გამართავენ. შემდეგ კი, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებს გაფართოებულ ფორმატში განიხილავენ.

ოფიციალურ შეხვედრებამდე თავდაცვის მინისტრმა ბაქოში, „საპატიო ხეივანში“ პატივი მიაგო და გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, აკადემიკოს ზარიფა ალიევას საფლავები. დელეგაციის თანხლებით ირაკლი ჩიქოვანმა ასევე, ყვავილებით შეამკო გმირთა მემორიალის კომპლექსი, ასევე „მარადიული ცეცხლის“ მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები