Accentnews.ge
იტალიის პრემიერის პოლიტიკურმა გაერთიანებამ ევროპარლამენტის არჩევნებზე ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოაგროვა

იტალიის პრემიერის პოლიტიკურმა გაერთიანებამ ევროპარლამენტის არჩევნებზე ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოაგროვა

10/06/2024 10:29:05 მსოფლიო

იტალიის პრემიერ–მინისტრ ჯიორჯია მელონის პოლიტიკურმა გაერთიანებამ – კონსერვატიული პოზიციის „იტალიის ძმებმა" ევროპარლამენტის არჩევნებზე ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოაგროვა და თავისი პოზიციები განიმტკიცა როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ.

Reuters-ის ცნობით, თითქმის ყველა ბიულეტენის დათვლის შემდეგ, "იტალიის ძმებმა“ ხმების 28,8 % მოაგროვეს, რაც ოთხჯერ მეტია, ვიდრე ევროკავშირის წინა არჩევნებზე, 2019 წელს და უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე 2022 წლის არჩევნებზე, რის შემდეგად ის ხელისუფლებაში მოვიდა.

მელონის თქმით, იგი ამაყობს იმით, რომ ევროპასა და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებში „იტალია წარმოადგენს ყველაზე ძლიერ მთავრობას“.

იტალიის ოპოზიციურმა, მემარცხენე ცენტრისტულმა დემოკრატიულმა პარტიამ ხმების 24 % მოაგროვა მაშინ, როცა მეორე ოპოზიციურმა ჯგუფმა – „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ“ ხმათა 9,9 % მიიღო და თავისი დაარსების შემდეგ 2009 წლიდან, ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ იტალიის მმართველმა კოალიციამ, რომელშიც მემარჯვენე - ცენტრისტული პარტიები და ულტრამემარჯვენე ძალები შედიან, ხმათა 47 % მოიპოვეს.

ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ყველაზე მეტი მანდატი ისევ მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების ალიანსს, „ევროპის სახალხო პარტიას“(EPP) ექნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S