Accentnews.ge
გოცირიძე: თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშლება

გოცირიძე: თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშლება

10/06/2024 11:19:07 ეკონომიკა

პარლამენტის ფრაქცია „ევროოპტიმისტების“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ საქართველოს ხელისუფლების წევრების მიმართ სანქციების გამოცხადებას გააგრძელებს, არსებული ინვესტორებიც დატოვებენ ქვეყანას. საქმე იმაშია, რომ პირველ კვარტალში ინვესტიციები 64%-ით შემცირდა.

„ანტიდასავლური კამპანიის დაწყების შემდეგ, პირდაპირ შეიმჩნევა უცხოური ინვესტიციების კლების ტენდენცია. 2023-ში იყო ასევე მკვეთრად შემცირებული. ფაქტობრივად, გარედან არაფერი შემოსულა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობა იყო მოგების ჩაბრუნება. ეს ტენდენცია ახლაც გრძელდება, აქაც ნახევარი რეინვესტირებაზე მოდის, გარედან ფული არ შემოდის კვლავ და ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო მიღებული კანონი აგენტების შესახებ, ასევე არ იყოს გამოცხადებული აშშ-ის სანქციები. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშლება. ერთადერთი გადარჩენა არის ამ ხელისუფლების ჩამოშორება. წინააღმდეგ ქვეყანაში ვერცერთი ინვესტორი ვერ გაბედავს ქვეყანაში ინვესტიციის შემოტანას, რადგან იგი იქნება დაუცველი“, - განაცხადა გოცირიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S