Accentnews.ge
ალენ სიმონიანი: არაა საიდუმლო, რომ ოპოზიცია და რუსეთი ერთად მუშაობენ სომხეთში ახალი მთავრობის ფორმირებაზე

ალენ სიმონიანი: არაა საიდუმლო, რომ ოპოზიცია და რუსეთი ერთად მუშაობენ სომხეთში ახალი მთავრობის ფორმირებაზე

10/06/2024 13:44:22 კავკასია

ოპოზიცია და რუსეთი თანდემში მუშაობენ სომხეთში ახალი მთავრობის ფორმირებისთვის, ეს საიდუმლო არ არის - განუცხადა ჟურნალისტებს 10 ივნისს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას, რომელიც სომხეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას თურქეთისა და აზერბაიჯანის მხარდაჭერაში ადანაშაულებს, მან უპასუხა:

"თუ ასეა, მაშინ რატომ ვიღებთ თავდასხმებს ამ მხარეებიდან? თურქული მხარე აცხადებდა, რომ საზღვარს ყარაბაღის საკითხის მოგვარების შემდეგ გახსნიდა, მაგრამ დღეს ეს პროცესი მაინც მნიშვნელოვნად შენელდა. რა მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მათი მხარდაჭერა? ყველა მხრიდან დარტყმას ვიღებთ! დღეს ელიტა, ოლიგარქია, ეკლესია, ჩვენს წინააღმდეგაა, მხოლოდ სომხეთის ხალხი გვიჭერს მხარს. თქვენც იცით, რომ ხალხის მხარდაჭერა გვაქვს“.– თქვა სიმონიანმა.

ნიკოლა ფაშინიანის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები სომხეთში რამდენიმე კვირის წინ დაიწყო მას შემდეგ, რაც ერევანი და ბაქო სომხეთის თავუშის რეგიონში საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციაზე შეთანხმდნენ. აზერბაიჯანმა სომხეთის მახლობლად მდებარე ოთხ სოფელზე კონტროლი დაიბრუნა. საქმე ეხება თავუშის რეგიონის სოფლებს, სადაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკების გამო 1980-იანი წლებიდან არავინ ცხოვრობს. ისინი განლაგებულია ნეიტრალურ ზონაში ორი ქვეყნის ჯარების პოზიციებს შორის. აქციის მონაწილეების თქმით, ფაშინიანი და მისი მთავრობა, აზერბაიჯანის ზეწოლის ქვეშ და ახალი ომის შიშით, ცალმხრივ ტერიტორიულ დათმობებზე მიდიან.

ერევანში, სადაც 9 ივნისს ფართომასშტაბიანი კოორდინირებული ანტისამთავრობო აქცია გაიმართა, მოძრაობა „თავუში სამშობლოსთვის“ მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს და ღამე იქ გაათიეს.

მოძრაობა „თავუში სამშობლოსთვის“ ხელმძღვანელმა, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის თავუშის ეპარქიის წინამძღვარმა, მთავარეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა მოქალაქეებს მოუწოდა, ორშაბათს, 10 ივნისს დაიწყონ 96 საათიანი დაუმორჩილებლობის აქცია, რათა ხელისუფლება აიძულონ მათ ნებას დაემორჩილოს. მან ეროვნული ასამბლეის ფრაქციებს 11 ივნისს შეხვედრის ინიციირების მოთხოვნით მიმართა, რომლის დღის წესრიგშიც იქნება ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის გადადგომა და ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S