
თვითმფრინავი, რომელშიც მალავის ვიცე-პრეზიდენტი იმყოფებოდა, რადარებიდან გაუჩინარდა
10/06/2024 17:23:14 მსოფლიო
თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც აფრიკული ქვეყნის მალავის ვიცე-პრეზიდენტი საულოს ჩილიმა იმყოფებოდა, რადარებიდან გაუჩინარდა. ამის შესახებ BBC პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
მათი ცნობით, მალავის თავდაცვის ძალების თვითმფრინავი ქვეყნის დედაქალაქ ლილონგვედან აფრენიდან მალევე გაუჩინარდა.
ჩილიმის გარდა, ბორტზე კიდევ ცხრა ადამიანი იმყოფებოდა.
„საავიაციო სამსახურების ყველა მცდელობა, კონტაქტი დაემყარებინათ თვითმფრინავთან, რომელიც რადარებიდან გაქრა, ჯერჯერობით წარუმატებელი აღმოჩნდა“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
პრეზიდენტმა ლაზარუს ჩაკვერამ სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ჩატარების ბრძანება გასცა. მან ასევე გააუქმა დაგეგმილი მოგზაურობა ბაჰამის კუნძულებზე.
მალავი არის სამხრეთ აფრიკის ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება მოზამბიკს, ზამბიას და ტანზანიას. საულოს ჩილიმა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა. ის 51 წლისაა.