
შვეიცარია უკრაინის სამიტის წინ კიბერშეტევების და დეზინფორმაციის სამიზნე გახდა
10/06/2024 17:40:58 მსოფლიო
შვეიცარიამ დააფიქსირა კიბერთავდასხმებისა და დეზინფორმაციის გავრცელების ზრდა მოახლოებულ სამიტთან ერთად. შვეიცარია 15-16 ივნისს სამშიდობო სამიტს მასპინძლობს. მას 90-ზე მეტი ქვეყნისა და ორგანიზაციის ლიდერები დაესწრებიან.
შვეიცარიის პრეზიდენტმა ვიოლა ამჰერდმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უკანასკნელი კვირის მანძილზე კიბერშეტევების შემთხვევები განსაკუთრებით გაზრდილია. კითხვაზე, თუ როგორ რეაგირებს მთავრობა რუსულ მედიაში პირად თავდასხმებზე, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ დეზინფორმაციის კამპანია იმდენად ექსტრემალურია, რომ მისი რეალობისგან აცდენა ზედმეტად თვალსაჩინოა.
"ჩვენ არ გამოგვიძახია ელჩი. ასე ჩავთვალე საჭიროდ, რადგან დეზინფორმაციის კამპანია იმდენად ექსტრემალურია, რომ მისი რეალობისგან აცდენა თვალსაჩინოა". – თქვა ამჰერდმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ არსებობს აშკარა „ინტერესი“ მოლაპარაკებების ჩაშლის, მაგრამ თავს არიდებდა იმის თქმას, თუ ვინ იდგა თავდასხმების უკან, როდესაც ჰკითხეს, იყო თუ არა რუსეთი ჩართული ამ პროცესში.