Accentnews.ge
პლეტენჩუკი: ბარენცის ზღვაში რუსული სამხედრო ხომალდი "ადმირალი ლევჩენკო" იწვის

პლეტენჩუკი: ბარენცის ზღვაში რუსული სამხედრო ხომალდი "ადმირალი ლევჩენკო" იწვის

10/06/2024 18:31:07 მსოფლიო

ბარენცის ზღვაში რუსული ხომალდი "ადმირალი ლევჩენკო" იწვის,– იტყობინება უკრაინის სამხრეთის ძალების პრესსპიკერი დმიტრო პლეტენჩუკი.

პლეტენჩუკის თქმით, ხომადლზე რამდენიმე ასეული სამხედრო იმყოფება:

"იწვის მტრის ტექნიკა. კონკრეტულად, დიდი წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო ხომალდი "ადმირალი ლევჩენკო" ბარენცის ზღვაში. გადარჩენისთვის ბრძოლას აგრძელებენ, იმედია, უშედეგოდ".

მისი თქმით, ასე ხდება, როდესაც „ზესახელმწიფო“ იღებს სანქციებს და დამოუკიდებლად ვერ ახერხებს ძრავების მომსახურებას:

"ასე ხდება მაშინ, როცა "ზესახელმწიფო" სანქცირდება უკრაინისგან და დამოუკიდებლად ვერ მართავს ძრავებს, რომლებსაც ნიკოლაევში აწარმოებენ. 10 წელი არ ყოფილა საკმარისი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ერთ-ერთ დანადგარს ცეცხლი გაუჩნდა... რომ გესმოდეთ, ეკიპაჟზე რამდენიმე ასეულია. რა თქმა უნდა "მასკვა" [შავ ზღვაში ჩაძირული რუსული კრეისერი] არაა, მაგრამ არც ცუდია." – წერს პლეტენჩუკი.

რუსეთში კომენტარი არ გაკეთებულა მომხდარზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S