Accentnews.ge
რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია - თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია - თავდაცვის სამინისტრო

10/06/2024 18:45:58 მსოფლიო

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია საჰაერო სივრცე ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში, ნათქვამია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ინციდენტი ორშაბათს, 10 ივნისს, დილით, ქალაქ ლოვიისას რაიონში მოხდა.

რუსული თვითმფრინავი ფინეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.

„ჩვენ სერიოზულად ვეკიდებთ შესაძლო დარღვევას (საჰაერო სივრცის). გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო“, - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა.

სასაზღვრო პატრული პასუხისმგებელია საზღვრის დარღვევის გამოძიებაზე, ნათქვამია შეტყობინებაში.

ფინეთი შეუერთდა ნატოს 2023 წლის აპრილში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე. შედეგად, რუსეთ-ნატოს საზღვარი დაახლოებით გაორმაგდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ფინეთი ინარჩუნებდა ნეიტრალიტეტს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S