
ამერიკელმა პოლკოვნიკმა დაადასტურა, რომ იანვარში რუსული А-50 უკრაინამ Patriot-ით ჩამოაგდო
10/06/2024 19:31:24 მსოფლიო
აშშ-ს მე-10 არმიის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სარდლობის მეთაურის თანაშემწემ, პოლკოვნიკმა როსანა კლემენტმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის იანვარში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების რადიოლოკაციური დაზვერვისა და სამეთაურო დანიშნულების თვითმფრინავი А-50.
იგი თვლის, რომ A-50 ჩამოაგდეს გერმანიიდან მიღებული Patriot–ის საზენიტო სისტემის დახმარებით და SAMbush–ის ("საჰაერო ჩასაფრების") ტაქტიკის გამოყენებით.
როზანა კლემენტე იხსენებს, რომ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები ამისთვის სპეციალურად იყვნენ გაწვრთნილი - როგორ გადასულიყვნენ საცეცხლე პოზიციაზე, ეწარმოებინათ საჰაერო ბრძოლა, შემდეგ უკან დაიხიათ.
"ზოგიერთ მათგანს სტატიკური ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად იყენებენ, სხვებს გადააადგილებენ და მათი მეშვეობით მართლაც ისტორიულ საქმეებს სჩადიან, რაც საჰაერო მცველად ყოფნის 22 წელში მსგავსი არაფერი მინახავს",– თქვა პოლკოვნიკმა.