Accentnews.ge
ჩრდილოეთ ოსეთის მთიან მხარეში რუსული სუ-34 ჩამოვარდა

ჩრდილოეთ ოსეთის მთიან მხარეში რუსული სუ-34 ჩამოვარდა

11/06/2024 06:06:06 მსოფლიო

ჩრდილოეთ ოსეთის მთიან მხარეში რუსული სუ-34 ჩამოვარდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად ეკიპაჟი დაიღუპა.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რომელსაც რუსული სააგენტოები ავრცელებენ, საჰაერო-კოსმოსური ძალების ბომბდამშენი დაუსახლებელ რაიონში, საწვრთნელი ფრენისას ჩამოვარდა.

წინასწარ მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებენ.

2023 წლის სექტემბერში რუსეთის არმიის სუ-34 ჩამოვარდა ვორონეჟის ოლქში. თავდაცვის სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს. კატასტროფის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დასახელდა.

2022 წლის ოქტომბერში, სუ-34 ტიპის ბომბდამშენი ჩამოვარდა რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ეისკის საცხოვრებელ რაიონში. დაიღუპა 14 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S