
WP: „აზოვის” მებრძოლებს ამერიკული იარაღის გამოყენების უფლება მისცეს
11/06/2024 06:20:47 მსოფლიო
შეერთებული შტატების მთავრობა უკრაინის სპეცდანიშნულების ბრიგადა „აზოვს” ამერიკული იარაღის გამოყენებას აღარ უკრძალავს, - იუწყებაThe Washington Post (WP) სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით.
"აკრძალვის გაუქმება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც „აზოვის” დღევანდელი შემადგენლობა ლიჰის კანონის საფუძველზე შეამოწმეს. ყოფილი სენატორის პატრიკ ლიჰის მიერ დაწერილი ეს კანონი კრძალავს შეერთებული შტატების მიერ სამხედრო დახმარების გაწევას ისეთი დაჯგუფებებისთვის, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ", – იტყობინება გამოცემა.
გამოცემის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტში არ დააკონკრეტეს, როდის გაუქმდა აკრძალვა და უკვე აქვთ თუ არა „აზოვის” წევრებს ამერიკული იარაღი.
„აზოვის” მებრძოლებმა სახელი გაითქვეს 2022 წლის გაზაფხულზე, როცა თითქმის სამი თვის განმავლობაში მამაცურად იცავდნენ რუსეთის ჯარების მიერ ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლს და „აზოვსტალს”. მარიუპოლი 2022 წლის მაისში დაეცა. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ „აზოვსტალის” დაცვა გაცილებით ეფექტიანი იქნებოდა მებრძოლებს ამერიკული იარაღი რომ ჰქონოდათ.
რუსეთს „აზოვი” ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.