Accentnews.ge
უკრაინაში გერმანული Rheinmetall-ის პირველმა ქარხანამ დაიწყო ფუნქციონირება

უკრაინაში გერმანული Rheinmetall-ის პირველმა ქარხანამ დაიწყო ფუნქციონირება

11/06/2024 07:05:06 მსოფლიო

გერმანული სამხედრო კომპანიის Rheinmetall-ის პირველმა ქარხანამ უკრაინაში ფუნქციონირება დაიწყო. იტყობინება უკრაინის სტრატეგიული ინდუსტრიების მინისტრი ალექსანდრ კამიშინი.

ქარხანა Rheinmetall-ის და უკრაინული სახელმწიფო საწარმოს - Ukroboronprom-ის საერთო ძალისხმევით აშენდა. უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, საწარმოს ზუსტი ლოკაცია მედიაში არ გასაჯაროვებულა.

საწარმო უკრაინას საშუალებას მისცემს, დასავლეთიდან მიღებული სამხედრო ტექნიკა ადგილზე შეაკეთოს და დაიწყოს სამხედრო წარმოებაც.

კამიშინის ცნობით, დაგეგმილია, რომ საწარმო სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების წარმოებას დაიწყებს.

"მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ დავეხმარებით არა მხოლოდ შეიარაღებულ ძალებს, არამედ ეკონომიკასაც. საწარმოში გერმანული მხარის ზედამხედველობის ქვეშ უკრაინელი სპეციალისტები იმუშავებენ." - თქვა ალექსანდრ კამიშინმა.

როგორც ცნობილია, Rheinmetall-თან ერთად უკრაინაში კიდევ სამი სამხედრო საწარმოს გახსნაა დაგეგმილი, რათა 2024 წელს უკრაინამ იარაღის წარმოების ლოკალიზება შეძლოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S