Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩო განცხადებას ავრცელებს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩო განცხადებას ავრცელებს

09/01/2020 15:07:44 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ იმ ადგილებზე ყოფნისგან, სადაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

„ჩვენ ვაკვირდებით სოხუმში ვითარების განვითარებას ოპოზიციის მხარდამჭერების მიერ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრასთან დაკავშირებით. გარდა ქალაქის ცენტრისა, დედაქალაქში ვითარება სტაბილურია. რუსებს, რომლებიც სოხუმში იმყოფებიან ვურჩევთ, თავი აარიდონ ადგილებს, სადაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს“.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ სოხუმში მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. მათ ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს და შენობის შიგნით შეღწევა მოახერხეს. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასა და რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S