Accentnews.ge
ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

11/06/2024 07:23:24 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს, გვიან საღამოს გერმანიაში ჩავიდა უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

როგორც უკრაინის ლიდერმა თავის ტელეგრამ–არხზე დაწერა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და ბუნდესტაგის თავმჯდომარე ბარბელ ბასთან.

მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე გერმანია და ევროკავშირი გამოაცხადებენ დამატებით თანხებს უკრაინაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტისთვის. მთლიანობაში პროექტი კიდევ 30 მილიონ ევროს მიიღებს, რაც მის დაფინანსებას 75 მილიონ ევრომდე გაზრდის. ამასთან, გერმანია თავის კონტრიბუციას 12 მილიონი ევროთი, 39 მილიონ ევრომდე გაზრდის, ხოლო ევროკომისია - 18 მილიონი ევროთი, 36 მილიონ ევრომდე.

კონფერენცია გერმანიაში 11–12 ივნისს გაიმართება. ცნობილია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე და გეგმავს სიტყვით მიმართვასაც. უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა სავარაუდოდ, არაა მოსალოდნელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S