ხაბარელი: მაკრონმა ჯერ თავის თავს მიხედოს

11-06-2024 13:20:11 პოლიტიკა ,ციტატა

"მაკრონმა ჯერ თავის თავს მიხედოს ახლა - დილით სხვა განცხადება გააკეთა და თითს გვიქნევდა, საღამოს კი პარლამენტი თვითონ გადააყენა და არჩევნები დანიშნა... იგივე ამერიკაში...ცოტა ხანში ვნახოთ, როგორი განცხადებები გაკეთდება... ყველა საკუთარ ქვეყანაზე ფიქრობს. ჩვენ ჩვენს ქვეყანაზე ვფიქრობთ და ყველაზე უპირატესი და #1 ისაა... იმ 84-მა დეპუტატმა გადაწყვეტილება საქართველოს საკეთილდღეოდ და მისი მომავლისთვის მიიღო. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ესაა",– თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა შოთა ხაბარელმა "მთავარ არხთან".

საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ემანუელ მაკრონმა და ჯო ბაიდენმა ერთობლივი განცხადებით მოუწოდეს "ქართულ ოცნებას", ქართველი ხალხის სურვილი გაითვალისწინონ და ევროატლანტიკურ კურსს დაუბრუნდნენ.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის არჩევნების წინასწარი შედეგებით საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ფრაქცია ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის პარტიამ დაამარცხა, მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა, ვადამდელი არჩევნები დანიშნა და თქვა, რომ სჯერა ფრანგი ხალხის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები