Accentnews.ge
სტოლტენბერგი უნგრეთს ეწვევა

სტოლტენბერგი უნგრეთს ეწვევა

11/06/2024 09:36:02 მსოფლიო

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უნგრეთს ეწვევა.

ალიანსის ინფორმაციით, 12 ივნისს იენს სტოლტენბერგი ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდება.

NATO-ს გენერალური მდივანი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

რამდენიმე კვირის წინ, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ "უკრაინის გამო უნგრეთი NATO-ში წევრობის სტატუსის გადახედვაზე მუშაობს, რათა ალიანსის ტერიტორიის გარეთ მომავალ ოპერაციებში მონაწილეობა თავიდან აიცილოს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S