
ლაიენი: უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს დაიწყება
11/06/2024 10:14:10 მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს დაიწყება.
როგორც მან ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უკრაინამ შეასრულა რეფორმებთან დაკავშირებული ყველა საჭირო მოთხოვნა, რაც მას ბლოკში გაწევრიანების საშუალებას აძლევს.
“უკრაინამ შეასრულა ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები ამ თვის ბოლომდე უნდა დაიწყოს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.