
უკრაინა მომდევნო კვირებში მიიღებს გერმანიიდან Patriot–ს და სხვა სისტემებს - შოლცი
11/06/2024 10:17:36 მსოფლიო
გერმანიაში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოუწოდა მის ყველა მონაწილეს, მხარი დაუჭირონ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ინიციატივას და დაჰპირდა კიევის "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის მესამე სისტემის მიწოდებას უახლოეს მომავალში.
„მომდევნო კვირებსა და თვეებში ჩვენ უკრაინას მივაწვდით "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის მესამე სისტემას, IRIS-T, Gepard დანადგარებს, რაკეტებსა და საბრძოლო მასალას. ეს ყველაფერი უკრაინაში გადავა უახლოეს თვეებში და კვირებში“, - თქვა შოლცმა.
ორდღიანი კონფერენციის გახსნაზე შოლცმა თქვა, რომ "უკრაინა გაუყვება გზას, რომელიც უკრაინელებმა აირჩიეს: დემოკრატიული, თავისუფალი, ევროპაში. და ამიტომ დღეს ბერლინშიჩვენ ვმუშაობთ ძლიერი, თავისუფალი და ევროპული უკრაინის აღსადგენად".
"ამიტომ დღეს ბერლინში ვმუშაობთ ძლიერი, თავისუფალი და ევროპული უკრაინის აღსადგენად. ძალა და მტკიცე პრინციპებია საჭირო იმისათვის, რომ პუტინმა გაიგოს, მისი კარნახით არ იქნება სამხედრო გამარჯვება და მშვიდობა. მან უნდა შეწყვიტოს თავისი სასტიკი კამპანია და გაიყვანოს თავისი ჯარები“, - განაცხადა შოლცმა ბერლინში ორდღიანი კონფერენციის გახსნაზე.
გერმანიაში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც მოლაპარაკებებს გამართავს შოლცთან და გერმანიის პრეზიდენტ შტაინმაიერთან და ბუნდესტაგში ისაუბრებს.
ზელენსკის თქმით, კანცლერ შოლცთან მოლაპარაკებების დროს ის განიხილავს უკრაინის თავდაცვის შემდგომ მხარდაჭერას, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის განვითარებას და ასევე შეიარაღების ერთობლივ წარმოებას.
„ჩვენ კოორდინაციას გავუწევთ პოზიციებს სამშვიდობო სამიტის, ევროპის საბჭოს სამიტისა და ნატოს სამიტის წინა დღეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.