უკრაინა ევროკავშირისგან ივნისში 1.9 მილიარდ ევროს მიიღებს

11-06-2024 15:07:33 ევროპა

ევროკავშირი უკრაინას, Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში, 1.9 მილიარდი ევროს ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დე ლეიენმა ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თანხა მიმდინარე თვის ბოლოს გამოიყოფა.

„ეს დაკავშირებულია ყოვლისმომცველ რეფორმისა და საინვესტიციო სტრატეგიასთან, რომელიც უკრაინამ დაამტკიცა და რომელსაც „უკრაინის გეგმა“ ჰქვია“, - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა და განმარტა, რომ „უკრაინის გეგმა“ მოიცავს მართლმსაჯულების სექტორის რეფორმას და ანტიკორუფციულ რეფორმას და არის საფუძველი იმისა, რომ უკრაინა მიმზიდველი გახადოს ბიზნესისა და ინვესტორებისთვის, დააახლოოს ქვეყანა ევროკავშირს.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის დასახმარებლად ივლისში ხელმისაწვდომი გახდება კიდევ 1.5 მილიარდი ევრო - შემოსავალი გაყინული რუსული აქტივებიდან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები