რუსული „აზიმუტი" მოსკოვში ქუთაისიდანაც იფრენს

11-06-2024 15:52:44 პოლიტიკა ,საზოგადოება

რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი” მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის რეისებსაც შეასრულებს.

როგორც იუწყებიან, რეისები 2 ივლისიდან დაინიშნება და 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

რეისები კვირაში 2-ჯერ, სამშაბათს და პარასკევს შესრულდება.

ამრიგად, რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების რაოდენობა იზრდება.

  • ავიაკომპანია „აზიმუტი” რუსეთიდან საქართველოში 2023 წლიდან დაფრინავს. ის ახორციელებს ფრენებს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვი, სოჭი-თბილისი-სოჭი; მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი; მინერალური წყლები– თბილისი – მინერალური წყლები.
  • ფრენებს ასევე ახორციელებს რუსული Red Wings რუსეთის რამდენიმე ქალაქიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით (მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, ყაზანიდან, სამარადან, ეკატერინბურგიდან, ჩელიაბინსკიდან).
  • ქართული "ჯორჯიან ეარვეისი" თბილისიდან მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით დაფრინავს.
  • მოსკოვის მიერ შეწყვეტილი პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის 2023-ის მაისში აღდგა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები