11-06-2024 17:10:49 ეკონომიკა
11 ივნისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 1.56 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8646 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.79 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0763 ლარი გახდა.
დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა კიდევ 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.
ეს 2024 წლის რიგით მესამე სავალუტო ინტერვენციაა, ჯამში სებ-მა წელს 168.7 მილიონი დოლარი გაყიდა.
"აგენტების კანონის" მიღების შემდეგ ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო.