Accentnews.ge
პრემიერი: ევროპარლამენტის არჩევნების საფუძველზე დემოკრატიული კრიზისი გამოჩნდა, დარწმუნებული ვარ, ევროპა მას გადალახავს

პრემიერი: ევროპარლამენტის არჩევნების საფუძველზე დემოკრატიული კრიზისი გამოჩნდა, დარწმუნებული ვარ, ევროპა მას გადალახავს

11/06/2024 14:23:18 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, ევროპარლამენტის არჩევნების საფუძველზე გარკვეული „დემოკრატიული კრიზისი“ გამოჩნდა.

"რეალურად გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა მოვლენების განვითარება გაგრძელდება ისე, როგორც აქანდე ვითარდებოდა. ერთი, რაც შეიძლება ითქვას, გარკვეული კრიზისის ნიშნები გამოჩნდა ამ არჩევნების საფუძველზე, ეს არის დემოკრატიული კრიზისი. მე დარწმუნებული ვარ , რომ ევროპა ამ კრიზის საშუალო ვადიან პერსპექტივაში გადალახავს. ეს არის ყველას ინტერესებში", – განაცხადა კობახიძემ.

იგი ირწმუნება, რომ "საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაციაა".

"ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით, იმ პროცესებს, რომელიც ევროკავშირი წარიმართება, რა თქმა უნდა, ყველას ინტერესშია ევროკავშირში მაქსიმალურად გაჯანსაღდეს პოლიტიკური პროცესები“,- განაცხადა კობახიძემ.

ამავე თემაზე: ევროპარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი კვლავ მემარჯვენე-ცენტრისტების ალიანსს ექნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S