
სასამართლომ ჰანტერ ბაიდენი იარაღის ფლობასთან დაკავშირებულ საქმეზე დამნაშავედ სცნო
11/06/2024 17:13:50 მსოფლიო
სასამართლომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილი ჰანტერ ბაიდენი იარაღის ფლობასთან დაკავშირებულ საქმეზე დამნაშავედ სცნო.
ნაფიცმა მსაჯულებმა იგი სამივე ბრალდებაში დამნაშავედ მიიჩნიეს. კერძოდ, მას ბრალად ედებოდა ყალბი განაცხადის გაკეთება, რომ იგი იარაღის შეძენისას ნარკოტიკს აღარ მოიხმარდა, ასევე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.
CNN წერს, რომ ჯო ბაიდენის შვილს 25 წლამდე პატიმრობა და 750 ათას დოლარამდე ჯარიმა ემუქრება, თუმცა მოსალოდნელია, რომ მას მაქსიმალურზე ნაკლები პატიმრობა მიესჯება, ვინაიდან, ეს მისი პირველი დანაშაულია.
მოსამართლეს სასჯელის განსაზღვრის სხდომა არ დაუნიშნავს, თუმცა როგორც CNN იუწყება, როგორც წესი, ამ საკითხზე სასამართლო ვერდიქტის გამოცხადებიდან 120 დღის განმავლობაში მსჯელობს.