
პრეზიდენტი – ახალგაზრდებს: "გვაქვს საშუალება არჩევნების გზით, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს ადგილს და მომავალ წელს ევროპულ საბჭოზე გაგვიხსნან გაწევრიანების მოლაპარაკებები"
11/06/2024 18:21:26 ციტატა
"რამოდენიმე დღეში უკრაინას და მოლდოვას ეტყვიან: "თქვენ გიხსნით უკვე მოლაპარაკებებს გაწევრიანებაზე". ამ ადგილას საქართველოც უნდა ყოფილიყო. ყველა მოცემულობით ჩვენ იქ უნდა ვიყოთ და არ ვართ. მაგრამ გვაქვს საშუალება, სწორედ ამ არჩევნების გზით, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს ადგილს და მომავალ წელს იგივე ევროპულ საბჭოზე 2025 წლის ივნისში ჩვენ გაგვიხსნან გაწევრიანების მოლაპარაკებები. დავეწიოთ ჩვენ მეგობარ უკრაინას და მოლდოვას და გავაგრძელოთ ის გზა რომელიც დროებით გაგვიჩერეს მაგრამ მხოლოდ დროებით და ეს არის თქვენი გამარჯვება. ეს საქმე, რაც გასაკეთებელია, ეს არჩევნები რომ მოსამზადებელია, ეს ერთად არის გასაკეთებელი. [...] არჩევნების მომზადებაში ერთად ვართ, ჩვენი დიასპორის მობილიზაციაში ერთად ვართ, ხმების დაცვაში ერთად ვართ და ამ ყველაფრის ორგანიზაციაში ერთად ვიქნებით. მე მაქვს თქვენი იმედი და თქვენ გქონდეთ ჩემი იმედი", – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021