
პრეზიდენტი - პრემიერზე: შეიძლება, ფერისცვალება მოხდა, თუ ეს ასეა, ვულოცავ, შემოგვიერთდეს და ხელი მოაწეროს „ქართულ ქარტიას“
11/06/2024 18:55:24 ციტატა
"ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენი პრემიერი, რომელიც ბერლინში იმყოფება, როგორც ჩანს აღარ საუბრობს დასავლეთზე , როგორც ომის პარტიაზე, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა, შეიძლება ფერისცვალება მოხდა, არ ვიცი. თუ ეს ასე არის, მე ვულოცავ მას და გავიმეორებ იმას რომ "ქართული ქარტია" ღია არის ყველასთვის, ვინც არის პროევროპული. თუ მოხდა ფერისცვალება, შემოგვიერთდეს და ხელი მოაწეროს", – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.