
პრეზიდენტი: ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული ცვლილებები, ე.წ „ოფშორების კანონი“ და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი, სამივე არის „რუსული კანონი“
11/06/2024 19:43:28 ციტატა
„რაც შეეხება ახალ კანონებს: ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები, ე.წ ოფშორების კანონი და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი სამივე არის „რუსული კანონი“. ამის წინააღმდეგ ცალ-ცალკე ბრძოლა არ იქნება სწორი, რადგან ამით მთელი ენერგია დაიხარჯება, რომელიც უნდა გადავიდეს არჩევნებზე. სწორედ, ხელისუფლების ტაქტიკაა, გადაგვიყვანოს სხვადასხვა საკითხებზე და არა მთავარზე, რომელიც არის არჩევნებისთვის მომზადება. ქარტიაში წერია, რომ გააუქმებს ყველა „რუსულ კანონს“, - – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.