
გზების დეპარტამენტი: რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგენილია
11/06/2024 19:50:36 რეგიონები, რეკლამა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთთან, გზის სავალნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო, გზის გაწმენდამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
სამუშაოები დასრულებისთანავე კი, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ აღდგა ორმხრივ რეჟიმში.