Accentnews.ge
უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული 30 რაკეტიდან და დრონიდან 29 ჩამოვაგდეთ

უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული 30 რაკეტიდან და დრონიდან 29 ჩამოვაგდეთ

12/06/2024 05:59:04 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ წუხელ რუსების მიერ გაშვებული 30 რაკეტიდან და დრონიდან 29 გაანადგურა, - იტყობინება უკრაინის საჰაერო ძალები დილის ანგარიშში.

უკრაინელი სამხედროების ცნობით, უკრაინელებმა 5 რაკეტა და 24 ე.წ. „კამიკაძე" დრონი გაანადგურეს.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს : Х-101/Х-555 ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტით, ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-ემ“-ით, Х-47М2 ტიპის აერობალისტიკური, "კინჟალის" რაკეტით და Shahed-131/136 ტიპის 24 დრონით.

უკრაინელებმა, საზენიტო ბრძოლის შედეგად, 29 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს, მათ შორის: "კინჟალის" რაკეტა, Х-101/Х-555 ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტა და Shahed-131/136 ტიპის 24 დრონი. საჰაერო თავდაცვა მუშაობდა კიევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, პოლტავას, ხარკოვისა და ვინიცას ოლქებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S