Accentnews.ge
ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის 240 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის 240 მილიონ ევროს გამოყოფს

12/06/2024 06:05:57 მსოფლიო

ნორვეგია უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის 240 მილიონი ევროს გამოუყოფს,– ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

„ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვითი აქტივობებისთვის 240 მილიონ ევროს გამოყოფს. გერმანიამ დღეს დაადასტურა, რომ დააფინანსებს Patriot-ის სისტემის ხელახალ შესყიდვას ნორვეგიასთან, დანიათან და ნიდერლანდებთან ერთად, რათა Patriot-ის 100 რაკეტა სწრაფად გაიგზავნოს უკრაინაში. ნორვეგია ამ თანამშრომლობისთვის 125 მილიონ ევროს გამოყოფს“, - ნათქვამია ნორვეგიის საგარეო პოლიტიკური უწყების შეტყობინებაში.

11 ივნისს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ გერმანია და მისი მოკავშირეები უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის კიდევ 68 რაკეტას გადასცემენ. მანამდე გერმანიის კანცლერმა ისაუბრა უკრაინისთვის კიდევ ერთი Patriot-ის გადაცემაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S