Accentnews.ge
ნიდერლანდები უკრაინისთვის დამატებით 60 მილიონ ევროს გამოყოფს

ნიდერლანდები უკრაინისთვის დამატებით 60 მილიონ ევროს გამოყოფს

12/06/2024 06:19:07 მსოფლიო

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ 60 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება უკრაინის არმიის საჭიროებისთვის დრონების წარმოებაში.

ინვესტიციები ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტროს უკვე დამტკიცებული ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

60 მილიონი ევროდან 17,5 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება უკრაინაში საზღვაო დრონების ("უპილოტო ნავების") წარმოებაში. კიდევ 20 მილიონი გადაირიცხება საერთაშორისო ფონდში FPV-ის ტიპის დრონების წარმოებისთვის, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობს. დარჩენილი თანხები გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების ორმხრივი მიწოდებისთვის და გამოიყოფა ჰოლანდიური ინდუსტრიის შესყიდვებისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S